ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონებისთვის | ხავიერ ტებასის ინიციატივა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ჩემპიონთა ლიგის ფორმატზე ისაუბრა. ტებასმა განაცხადა, რომ საჭიროა, ტოპ ჩემპიონატების წარმომადგენლების რაოდენობა შემცირდეს და თავის გამოჩენის შანსი სხვა ქვეყნების ჩემპიონებს მიეცეთ.

„2024 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება და ახალი მოდელი ამუშავდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სხვა მოდელის დანერგვაა საჭირო, რომელიც ჩემპიონებისთვის განკუთვნილ ტურნირს უკეთ შეეფერება და მასში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები მიიღებენ. ლა ლიგას წარმოვადგენ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერება არაა.

ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები იმხელა შემოსავალს იღებენ, რომ განსხვავება, რომელიც თავიანთ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებთან აქვთ, უზარმაზარი ხდება. თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი იდეას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთის 4 წარმომადგენელს ეთამაშა. იგივეა პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგისა და სერია A-ს კლუბებთან მიმართებით. არც თუ ისე დიდი ჩემპიონატების ხარჯზე, ტოპ 5 ლიგის წარმომადგენლების რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს“.

ცნობისთვის, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. დამატებით 4 ადგილს ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც ევროტურნირების ბოლო გათამაშებაში წარმატებულად ითამაშებენ. თითოეული გუნდი 8 შეხვედრას გამართავს (4 - შინ, 4 - სტუმრად). 1-8 ადგილზე გასული კლუბები 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, 9-24 ადგილზე გასული კლუბები ორმატჩიან ფლეი-ოფში 1/8-ფინალში გასული კლუბის ვინაობას გაარკვევენ. მერვედფინალური ეტაპიდან გათამაშება მოქმედი სისტემის მიხედვით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“