ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ფრე ვერონასთან - კრემონეზემ მნიშვნელოვანი მატჩი ვერ მოიგო

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „ვერონას“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

კრემონელებისთვის, დღევანდელი მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში „ვერონასთან“ სატურნირო ცხრილში სხვაობას 4-ქულამდე შეამცირებდა, დავიდე ბალარდინის გუნდმა მოგება მაინც ვერ შეძლო, არადა ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

მე-9 წუთზე ოკერეკემ „კრემონეზე“ დააწინაურა, მეორე ნახევრის 62-ე წუთზე კი მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, რამაც თამაშის მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. „ვერონამ“ ერთადერთი გოლი სწორედ მას შემდეგ გაიტანა, რაც „კრემონეზე“ კაცნაკლული დარჩა და ამით, სტუმრებმა 1 ქულის აღება შეძლეს.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთზე ის ბალარდინიმ ბუონაიტოთი შეცვალა.

32 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 20 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება და გასავარდნი ზონის ზემოთ მყოფ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება. ლოჩოშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს