LIVE | ნეაპოლში ჩემპიონობისთვის ემზადებიან - როგორი განწყობაა ქალაქში
ნეაპოლში ჩემპიონობისთვის ემზდებიან. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ლაციო“ 3:1 დაამარცხა, ლუჩანო სპალეტის გუნდს შანსი გაუჩნდა, რომ „სალერნიტანას“ დამარცხების შემთხვევაში, იტალიის ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე იზეიმოს.
ბუნებრივია, ნეაპოლში საზეიმო განწყობაა და საჩემპიონო ზეიმისთვის ყველაფერი მზადაა. ადგილობრივი ტელევიზია, CalcioNapoli24 მთელი დღის განმავლობაში პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობს და გულშემატკივართა განწყობას მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქიდან გადმოსცემს.