ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე

„იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლიზე“ ვრცლად ისაუბრა. მოჯიმ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „პარტენოპეი“ ჩემპიონი დამსახურებულად ხდება.

„ნაპოლიმ სკუდეტო დაიმსახურა და სულერთია, სხვა გუნდები მაღალ დონეზე რომ ვერ ასპარეზობენ. გასულ ზაფხულს, პარტენოპეი ინსინიეს, კულიბალისა და მერტენსის გაშვების გამო გააკრიტიკეს, მაგრამ ნეაპოლელებმა პერსპექტიული ჯგუფი შექმნეს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთელი აღმოჩენა არაა, რადგან ევროპულ კლუბებს მის შესახებ ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ. უბრალოდ, რუბინი მის სანაცვლოდ ბევრს ითხოვდა. ნაპოლი სწორად მოიქცა, მოთმინება გამოიჩინა და კვარაცხელია შესაფერის მომენტში, ძალიან იაფად გაიფორმა.

ხვიჩას დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია. მას აქვს უნარი, ორ მეტოქეს გასცდეს, მაგრამ ყოველთვისაა მესამე, რომელიც აჩერებს. ოსიმენი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი გუნდს ვერტიკალურობას სძენს და ქართველ გარემარბს შეტევის გაგრძელების ბევრად მეტი ვარიანტი უჩნდება. ჩემი აზრით, თუ სათანადო შეთავაზება გამოჩნდა, ნაპოლიმ ფეხბურთელები უნდა გაყიდოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო ტურში „სკუდეტოს“ ოფიციალურად გაიფორმებს. „პარტენოპეი“ უშუალო მდევარს, „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და თუ „არწივებმა“ „ინტერთან“ ვერ მოიგეს და „ნაპოლიმ“ „სალერნიტანა“ დაამარცხა, ნეაპოლელები ნანატრ ტიტულს იზეიმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინსინიეს, კულიბალისა და მერტენსის ჩანაცვლება შეუძლებელია“ - ნაპოლის ექს-მოთამაშე
„ინსინიეს, კულიბალისა და მერტენსის ჩანაცვლება შეუძლებელია“ - ნაპოლის ექს-მოთამაშე