ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„გაეცინა და მითხრა...“ | რა რეაქცია ჰქონდა იბრას ლეაუს რეპზე

„მილანის“ გარემარბი, რაფაელ ლეაუ ფეხბურთელობის პარალელურად, მუსიკის შექმნითაა დაკავებული და რეპერის კარიერას მიჰყვება. სამუსიკო სამყაროში იგი Way 45-ის სახელითაა ცნობილი და 2021 წელს, პირველი ალბომიც გამოუშვა. რამდენიმე საათის წინ, ავტორიტეტულმა ჟურნალმა, Rolling Stone-მა მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა და ლეაუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეაქცია გაგვიზიარა, როცა შვედმა მისი მუსიკა მოისმინა.

„რატომ გავხდი რეპერი? ყოველთვის მინდოდა, მუსიკაში რაღაც გამეკეთებინა. მორცხვი ბიჭი ვარ და მუსიკა საშუალებას მაძლევს, საკუთარი ემოციები და გრძნობები გადმოვცე. მუსიკა ჩემთვის ჰობისავითაა და ვცდილობთ, პერსპექტიული არტისტები ვიპოვოთ. პორტუგალიაში ბევრი ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ მათ სტუდიაში მისვლისა და მუსიკის შექმნის საშუალება არ აქვთ. ჩვენი მიზანი მათი აღმოჩენა და დახმარების გაწევაა.

რა რეაქცია ჰქონდათ ჩემს თანაგუნდელებს, როცა ჩემი სიმღერები მოვასმენინე? რამდენიმეს გაეცინა, თუმცა მათმა უმრავლესობამ მხარი დამიჭირა. ვის გაეცინა? ზლატან იბრაჰიმოვიჩს. იბრას გაეცინა და მითხრა, მთელი აქცენტი ფეხბურთზე გადამეტანა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლეაუს 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული. სერია A-ში გამართულ 29 მატჩში, მან 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხურციძე: ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ
ხურციძე: ბოდიშს გიხდით, საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ