ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

უეფა სახელფასო ჭერის შემოღებას აპირებს | ჩეფერინიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩეფერინიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპაში სახელფასო ჭერი შემოიღონ.

„გასაკვირია, მაგრამ სახელფასო ჭერის შემოღებაზე აბსოლუტურად ყველა თანახმაა. დიდი და პატარა კლუბები, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კლუბები, ჩვეულებრივი კლუბები, მილიარდერების კლუბები. ამ ცვლილებაზე ყველა თანხმდება და სახელფასო ჭერის შემოღება სერიოზულად უნდა განვიხილოთ.

კლუბების ბიუჯეტი ცამდე თუ ავიდა, კონკურენტუნარიანობა სერიოზული პრობლემა იქნება. საქმე მფლობელებს კი არა, ტურნირების სტატუსს უკავშირდება, რადგან თუ ჩემპიონი სულ ერთი და იგივე კლუბები ხდებიან, ყველაფერს აზრი ეკარგება. ნებისმიერი სახის ცვლილება თითოეული ჩემპიონატისა და უეფას ერთობლივი შეთანხმების შემდეგ უნდა გატარდეს, რადგან თუ რამდენიმე ლიგა ამას გააკეთებს და რამდენიმე უარს იტყვის, ყველაფერს აზრი დაეკარგება.

ამ წუთისთვის, ახალ წესამდე მივედით, რომელიც 2024 წლის შემდეგ ამოქმედდება. ამ წესის მიხედვით, ხელფასებზე და ტრანსფერებზე მიღებული შემოსავლის მხოლოდ 70 პროცენტის დახარჯვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ დამატებითი ზომებია საჭირო, რადგან 5 მილიარდის 70 პროცენტი სერიოზული რიცხვია“.

ჩეფერინის სიტყვებს საფეხბურთო სამყაროში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და უეფას პრეზიდენტს მოუწოდეს, ცვლილებები რაც შეიძლება, სწრაფად დანერგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს | რა გადაწყვიტა სერია A-მ?
სპალეტის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს | რა გადაწყვიტა სერია A-მ?