ბილეთებში გადახდილ ფულს აუნაზღაურებენ | ტოტენჰემის გადაწყვეტილება
Aa
Aa

ბილეთებში გადახდილ ფულს აუნაზღაურებენ | ტოტენჰემის გადაწყვეტილება

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, „ნიუკასლმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და „დეზები“ მიწასთან გაასწორა. „კაჭკაჭებმა“ ლონდონელებს შანსი არ დაუტოვეს და 6:1 გაანადგურეს, რის გამოც, „ტოტენჰემი“ სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა. „ნიუკასლთან“ განცდილი ფიასკოდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ტოტენჰემმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები გულშემატკივრებს, რომლებიც კლუბის გასვლით შეხვედრას დაესწრნენ, ბილეთებში გადახდილ თანხას აუნაზღაურებენ.

„როგორც გუნდი, თქვენს იმედგაცრუებასა და ბრაზს კარგად ვხვდებით. ვიცით, რომ ასეთი სიტუაციებისას სიტყვები საკმარისი არაა, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ მსგავსი მარცხი ჩვენთვისაც მტკივნეულია. თქვენს მხარდაჭერას ვაფასებთ და გვინდა, სენტ ჯეიმს პარკზე გამართულ მატჩზე დასასწრებ ბილეთებში გადახდილი თანხა აგინაზღაუროთ.

ვიცით, რომ ეს არ ცვლის იმას, რაც კვირას მოხდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მანჩესტერთან ვითარება გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს და მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ წინსვლას“.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „დეზების“ მომდევნო დაპირისპირებას 27 აპრილს, თბილისის დროით, 23:15-ზე, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენს გულს შევჭამ!“ -  რა მოხდა ალეგრის ასისტენტსა და სპალეტის შორის
„შენს გულს შევჭამ!“ - რა მოხდა ალეგრის ასისტენტსა და სპალეტის შორის