შერმადინი: „მსოფლიოზე ნებისმიერს გავუწევთ წინააღმდეგობას“
საქართველოს ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ კალათბურთელი, გიორგი შერმადინი Eurohoops-ს მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესაუბრა. „შერმინატორის“ თქმით, საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს და წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია.
„საქართველოს მნიშვნელოვანი ზაფხული ელოდება. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვითამაშებთ და ყველა აღფრთოვანებულია. ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ბედნიერია, იმის გამო, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავაკეთეთ და საგზურის მოპოვება ჩვენთვის ძალიან, ძალიან დიდი მიღწევა იყო.
ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მუშაობა უკვე დაიწყეს, რათა წარმატებული ზაფხული გვქონდეს და მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს და ნებისმიერისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიო ჩემპიონატზე, ბევრი შესანიშნავი ნაკრები ითამაშებს და ბრწყინვალე კალათბურთელებს ვიხილავთ, მაგრამ ჩვენც მაგარი მოთამაშეები გვყავს, როგორებიც შენგელია, ბითაძე და მამუკელაშვილი არიან. ჩემი აზრით, კარგ კალათბურთს ვთამაშობთ. პირველი ტური ყველა ტურნირზე უმნიშვნელოვანესია და თუ პირველ მატჩს მოიგებ, ყველაფერი გაგიმარტივდება“.
ცნობისთვის, შერმადინი 2020-21 წლის ლა ლიგის სეზონის MVP გახდა და შანსი აქვს, ეს მიღწევა გაიმეოროს. ლიგა ენდესა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას ატარებს და ქართველი კალათბურთელისთვის ხმის მიცემა სოციალური ქსელების გამოყენებით შეგიძლიათ.
¡Arranca la VOTACIÓN POPULAR para elegir al ???????????? @movistar_es de la #LigaEndesa 2022-23!
— Liga Endesa (@ACBCOM) April 25, 2023
????️ Envía tu tuit con el hashtag #MVPMovistar y el nombre del jugador
???? Puedes votar 1 vez al día
???? ¡Los RT también suman!
???? RESULTADOS https://t.co/pdytde2gKs pic.twitter.com/VnJpjWQIka
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს