ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კლაუდიო ბელუჩი
Aa
Aa

„ზაფხულში, კვარა-ოსიმენის წყვილის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, კლაუდიო ბელუჩიმ NapoliCalcioLive-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონსა და გუნდის ლიდერების შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს ბელუჩი:

ვინ გამაოცა ყველაზე მეტად? ყველა ფეხბურთელის თამაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. კიმი, რომელსაც არ ველოდით, თუ ასეთი ძლიერი იქნებოდა. შემდეგ კვარა, რომელიც უკვე „ნაპოლის“ ლიდერია. მათ შემდეგ ისეთი ფეხბურთელები მახსენდება, რომლებიც წარსულში დიდად არ ჩანდნენ, მაგრამ ახლა საუკეთესოები არიან. მაგალითად, ლობოტკა და რაჰმანი. ასევე რასპადორი, რომელმაც ბევრ მატჩში გაიტანა გადამწყვეტი გოლი, მათ შორის „იუვენტუსთან“. ასევე, არ შემიძლია არ ვახსენო კაპიტანი დი ლორეცნო... მოკლედ, ყველა შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბრავო სპალეტის.

ოსიმენის და კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის ბოლოს? „ნაპოლის“ გულშემატკივრების გამო იმედი მაქვს, რომ არავინ წავა, მაგრამ აშკარაა, რომ ძლიერ ფეხბურთელებზე შემოთავაზებები იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ხარჯავენ უცხოური გუნდები ფეხბურთელების ტრანსფერებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვარაცხელიაც და ოსიმენიც შესაძლოა 90, 100, ან 120 მილიონი ევრო ღირდეს. ისინი იმდენად ძლიერები და ამავდროულად ახალგაზრდები არიან, რომ „ნაპოლის“ ნებისმიერი თანხის მოთხოვნა შეუძლია.

ცნობისთვის, კლაუდიო ბელუჩი „ნაპოლის“ შემადგენლობაში 1997-2001 წლებში თამაშობდა და 91 ჩატარებულ მატჩში 24 გოლი გაიტანა. ვეტერან იტალიელს კარიერის უდიდესი ნაწილი „ბოლონიაში“ აქვს გატარებული, სადაც 184 შეხვედრაში 65 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია ჩემპიონობა მომდევნო ტურში გაინაღდოს. იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და 30 აპრილს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ „პარტენოპეი“ სკუდეტოს ჩემპიონობას ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა თუ ლეაუ?“ - რა თქვა ფრანჩესკო ტოტიმ
„კვარა თუ ლეაუ?“ - რა თქვა ფრანჩესკო ტოტიმ