ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„ემეტთან გამარჯვებით, საჩემპიონო გზას გაიხსნის“ - EL ESPANOL თოფურიაზე

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია 24 ივნისს UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. „ელ მატადორის“ მეტოქე 38 წლის ამერიკელი მებრძოლი, ჯოშ ემეტი იქნება.

ილია თოფურიას შესახებ ცნობილმა ესპანურმა სააგენტო El Espanol-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ბრძოლის მოლოდინებზე ისაუბრა.

რა წერია სტატიაში:

ესპანეთში, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები უკვე დღეებს ითვლიან, რათა ილია თოფურია ისევ იხილონ გალიაში. ესპანელ-ქართველი მებრძოლი, ბოლო წლების განმავლობაში ბევრს იბრძოდა, რომ UFC-ის პოსტერის გარეკანზე აღმოჩენილიყო.

ბევრი ჭორებისა და ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა UFC-მა დაადასტურა, რომ ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება. თავდაპირველად, ბრძოლა 17 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა საბოლოოდ მებრძოლები ოქტაგონზე ერთმანეთს 24 ივნისს დაუპირისპირდებიან.

ორივე მებრძოლი ჩემპიონის ტიტულისკენ ისწრაფვის, თუმცა ამჯერად სასწორზე ქამარი არ იდება. დენა უაითს სურდა, რომ ღირებულება ამ ორი მებრძოლისთვის მიენიჭებინა, რომლებიც აღნიშნული წონითი კატეგორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მებრძოლები არიან.

„ორი გიჟური ნოკაუტის ძალა... ძალიან მხიარული ბრძოლა იქნება“ - თქვა დენა უაითმა ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ. 26 წლის მებრძოლი 38 წლის წინააღმდეგ. წონითი კატეგორიის მე-9 ნომერი, მე-5 ნომრის წინააღმდეგ.

კიდევ ერთი ნაბიჯი ტიტულისკენ

MMA-ში თოფურიას 13:0-ით მეფობს. „მატადორმა“ ბოლო 6 ორთაბრძოლიდან 4 ნოკაუტით მოიგო. მისი რეკორდი კი ყველა მეტოქეს აფრთხობს და გალიაში მასთან ერთად შესვლა თითქმის არავის სურს. ამის გამო, ილიასთვის შესაბამისი ოპონენტის პოვნა და ოცნებისთვის ბრძოლა რთულდება.

საბოლოოდ, მან აღმოაჩინა ჯოშ ემეტი, რომლის რეკორდიც 18:3-ზეა. ბოლოს, ის UFC 284-ზე იაირ როდრიგესთან დამარცხდა, თუმცა მანამდე ზედიზედ 5 ბრძოლის მოგება შეძლო. ახლა კი ალიკანტეში აღზრდილი ილია თოფურიას წინააღმდეგ იასპარეზებს.

ემეტსა და თოფურიას შორის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ მატადორი გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით ის დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ მიზნისთვის, რაც წარსულში არაერთხელ ახსენა. შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა იყოს ბრძოლა, რომლის შემდეგაც უკვე საჩემპიონო ქამრისთვის შეხვედრას მოითხოვს.

სწორედ ეს არის ის, რასაც დენა უაითი თოფურიას დაჰპირდა. „მატადორს“ ისღა დარჩენია, რომ 24 ივნისს ჯოშ ემეტი დაამარცხოს. გასაოცარი კი ისაა, რომ UFC-ის პრეზიდენტმა ფავორიტად თოფურია აირჩია, რაც მის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი მაგალითია. ის არის ტოტალური მებრძოლი, რომელსაც რვაკუთხედში ყველანაირი პროფილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ბოლოს ამერიკელ ბრაის მიტჩელს შეხვდა და მეტოქე მახრჩობელათი დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონით კატეგორიის 15 მებრძოლს შორის მე-9 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ | ალექსანდრე თოფურია 20 მაისს იჩხუბებს
დაბრუნება 1-წლიანი პაუზის შემდეგ | ალექსანდრე თოფურია 20 მაისს იჩხუბებს