BILD: ტუხელს გარანტირებული ადგილი არ აქვს, შეიძლება გაუშვან
მიუნხენის „ბაიერნში“, რომ პრობლემებია ეს ახალი არავისთვის არის. გერმანული მედია კი ახალ სიტუაციას ავრცელებს.
ავტორიტეტული გამოცემა BILD-ის ცნობით, მიმდინარე წლის 22 მაისს „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა შეხვედრას გეგმავს, სადაც არაერთ საკითხს განიხილავენ.
ამავე წყაროს ცნობით, შესაძლოა ტომას ტუხელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. „ჩელსისა“ და პსჟ-ს ყოფილი სპეციალისტი „ბაიერნში“ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა და საშინელი შედეგები აქვს.
ტუხელის გაწვრთნილი გუნდი გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა. ასევე, ბუნდესლიგის გასულ ტურში „ბაიერნი“ „მაინცთან“ დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.
22 მაისი არის პერიოდი, როდესაც ბუნდესლიგის დასრულებამდე 1 კვირაა დარჩენილი. თუ ტუხელი შედეგებს ვერ გამოასწორებს თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ გაუშვან.
BILD იმასაც წერს, რომ ხელშეუხებელი მხოლოდ ოლივერ კანია და შესაძლოა გუნდიდან წასვლა ჰასან სალიჰამიჯიჩსაც მოუწიოს. ყველაფერს უახლოესი 1 თვე გადაწყვეტს.