მატჩის MVP! - შენგელიას მაგარი თამაში და გამარჯვება სასარისთან
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „სასარის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 17 ქულის სხვაობით - 86:69 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და „ვირტუსიდან“ ყველაზე შედეგიანიც იყო. შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Chiude il primo tempo in svantaggio la @VirtusSegafredo, 38-39 contro @dinamo_sassari !
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) April 23, 2023
Shengelia in ottima forma con 12 punti, ma fa ancora meglio Dendzius che ne timbra addirittura 16 ????
????Secondo tempo live su @ElevenSportsIT e @nove #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/rgmfXjLUEC
თოკომ 7-დან 6 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა, რის გამოც შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, მატჩის MVP-ის ტიტულიც სწორედ შენგელიას ერგო.
Shengelia e Mickey fanno quello che vogliono per la @VirtusSegafredo!! Il meglio della sfida contro @dinamo_sassari nelle nelle Top Plays presented by PokerstarsNews!#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/Y4grRY9SXy
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) April 23, 2023
28 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 22 მოგება და 6 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 44 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ოლიმპია მილანოს“ 4 ქულით უსწრებს.
ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს, სტუმრად „ტრევისოსთან“ ელის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს