ორი ვარჯიში გამოტოვა - ლოჩოშვილის თამაშის შანსი მცირეა
სერია ა-ს 31-ე ტურში „უდინეზე“ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილის თამაშის შანსი მცირეა, „ემპოლისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ ორი ვარჯიში გამოტოვა და ასპარეზობისთვის ბოლომდე მზად არაა.
„კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის განაცხადებით, ლოჩოშვილს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია. ასე რომ, დიდი ალბათობით 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი „უდინეზესთან“ დაპირისპირებას გამოტოვებს.
„უდინეზე“ - „კრემონეზეს“ მატჩი 23 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა სერია ა-ს 19 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
კრემონული გუნდი 20-გუნდიან სერია ა-ში 19 ქულით მე-19 ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 8 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მაღალ დონეზე თამაშობს, დამაჯერებლობითა და საიმედოობით გამოირჩევა.