ტუხელი: “ჩვენს ხელში ქულები ქვიშასავით ცვივა“
მიუნხენის „ბაიერნის“ ჩავარდნა გრძელდება. „რეკორდმაისტერი“ „მაინცთან“ 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
ტუხელი:
„დღევანდელი „ბაიერნი“ ჰგავს გუნდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 80 მატჩი ჩაატარა. თითქოს გაცვეთილი ვართ. არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შეცდომების გარეშე ვითამაშოთ. თამაშის დროს ვკარგავთ წესრიგებს და იდენტობას. ასევე არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო ენერგიით ვიბრძოლოთ. ჩვენს ხელში ქულები ქვიშასავით ცვივა.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ გაუგებრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გადააყენეს. ამას გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მოყვა. შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გუნდში. მანემ სანეს სახეში დაარტყა.
საერთო ჯამში, „რეკორდმაისტერში“ დიდი არეულობაა, რაც სპორტულ შედეგებზე ახდენს გავლენას.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს