ბუკაიო საკა, გაბრიელ მარტინელი, მარტინ ოდეგორი
Aa
Aa

სიგიჟე ემირეითსზე | არსენალი სასწაულთან ძალიან ახლოს იყო

მიკელ არტეტას „არსენალმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, „მეთოფეებმა“ საკუთარ კედლებში აუტსაიდერ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლეს და საოცარ შეხვედრაში ქულას დასჯერდნენ - 3:3.

მატჩში ანგარიში მეოცე წამზე გაიხსნა. „არსენალის“ მეკარის, აარონ რამსდეილის უხეშ შეცდომას კარლოს ალკარასის გოლი მოჰყვა. მე-14 წუთზე, ტეო უოლკოტმა ყოფილ გუნდს გაუტანა და „წმინდანების“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 6 წუთში, ბუკაიო საკამ გაბრიელ მარტინელის გაატანინა და „არსენალმა“ ჩამორჩენა შეამცირა. ლონდონელები წონასწორობის აღდგენასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ. საკას კუთხურის შემდეგ, ბენ უაითმა მეორე სართულზე გამართული ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მისი დარტყმა კარის ხაზიდან ალკარასმა გამოიტანა.

მეორე ნახევრის სტარტზე, „არსენალს“ მომენტების შექმნა უჭირდა და 66-ე წუთზე, „საუთჰემპტონმა“ მესამე გოლი გაიტანა. „წმინდანების“ რიგებში თავი კალეტა-კარმა გამოიჩინა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არტეტას ბიჭები მატჩს 0 ქულით დაასრულებდნენ, თუმცა ლონდონელებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. 88-ე წუთზე, მარტინ ოდეგორმა ანგარიში 2:3 გახადა, 90-ზე ბუკაიო საკამ ტაბლოზე 3:3 დააფიქსირა და „არსენალი“ სასწაულთანაც ძალიან ახლოს იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლეანდრო ტროსარს არ გაუმართლა და მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა, ბოლო წამებზე კი რაის ნელსონმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

ამრიგად, 32 ტურის შემდეგ, „არსენალს“ 75 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლონდონელთა უშუალო მდევარს, „სიტის“ ორით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და „ქალაქელთა“ ანგარიშზე 70 ქულაა. პეპ გუარდიოლას ბიჭებმა ორივე მატჩი რომ მოიგონ, პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აი, ასე უნდა შევაჩეროთ კვარა“ - იუვენტუსის ფეხბურთელი
„აი, ასე უნდა შევაჩეროთ კვარა“ - იუვენტუსის ფეხბურთელი