1 ოქროს შანსი | ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

1 ოქროს შანსი | ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გავიდნენ. საქართველოს სახელით ხუთი მოჭიდავე გამოვიდა. მათგან 4 ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ლერი აბულაძე განაგრძობს.

ლერი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და ბულგარელი აბუ მუსლიმ ამაევი 11:2 დაამარცხა. მის ფინალურ დაპირისპირებას ხვალ ვიხილავთ და ტალეჰ მამადოვს გაეჯიბრება. სამწუხაროდ, ნახევარფინალები დათმეს ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ.

ქაჯაიამ დასანანი მარცხი იწვნია და საბაჰ სალეჰ შარიათისთან წააგო. ქართველი და აზერბაიჯანელი მოჭიდავეების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა და ბოლო ქულა შარიათიმ აიღო, რის წყალობით, ოქროს მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. გობაძესა და წურწუმიას რაც შეეხებათ, ლაშამ ჩენგიზთან 1:3 წააგო, ხოლო წურწუმია 3:12 დამარცხდა.

ცნობისთვის, ხვალ, ხალიჩაზე ფრიდონ აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, გელა ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი