ევროპის ჩემპიონატი | 4 ქართველი ნახევარფინალშია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | 4 ქართველი ნახევარფინალშია

ზაგრებში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს, ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გავიდნენ. ნუგზარ წურწუმიამ, ლერი აბულაძემ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

წურწუმიამ მეოთხედფინალში ვიაჩესლავ ბაირაკტარს 10:0 მოუგო და ნახევარფინალში ადემ ბურაკ უზუნს დაუპირისპირდება. ლერი აბულაძემ მეჰმეთ ჩექერს 9:1 აჯობა და ნახევარფინალში აბუ მუსლიმ ამაევს გაეჯიბრება, გობაძე ალი ჯენგიზს შეხვდება, ხოლო ქაჯაია - საბაჰ სალეჰ შარიათს.

ცნობისთვის, მე-5 ქართველი, იური ლომაძე მეოთხედფინალში დამარცხდა. უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ლომაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს. ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი