პრიორიტეტი იუვენტუსია - ზიდანი დაბრუნებას გეგმავს
RMC Sport-ის ცნობით, ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს. ფრანგი სპეციალისტის პრიორიტეტი ტურინის „იუვენტუსის“ გაწვრთნაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი წვრთნის, თუმცა შესაძლოა ალეგრიმ პოსტი დატოვოს და პოზიცია ვაკანტური გახდეს.
2020-21 წლების სეზონის შემდეგ ზიდანმა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მას შემდეგ არ უმუშავია, კარიერაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას გეგმავს.
50 წლის ზინედინ ზიდანი „სამეფო კლუბს“ 2016-18 და 2019-21 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „რელმა“ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო (2015–16, 2016–17, 2017–18), ლა ლიგა - ორჯერ (2016–17, 2019–20).
ზიდანისთვის „იუვენტუსი“ კარგად ნაცნობი კლუბია, ტურინულ გუნდში 1996-01 წლებში თამაშობდა, სერია ა ორჯერ მოიგო (1996-97, 1997-98), თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ დამარცხდა (1996-97, 1997-98).