სამბოს ნაკრების წარმატება | გიორგი ქავთარაძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

სამბოს ნაკრების წარმატება | გიორგი ქავთარაძე ევროპის ჩემპიონია

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, სამბოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტურნირის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფალავანმა, გიორგი ქავთარაძემ, რომელიც +98 წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქავთარაძემ გადამწყვეტი შეხვედრა ვლადიმირ გაიიჩის წინააღმდეგ გამართა და სერბ სამბოისტს შანსი არ დაუტოვა. გიორგიმ გამარჯვება დომინანტურ სტილში დაისაკუთრა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.


ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია და საერთო ჩათვლაში, მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით. დავით ლორიაშვილმა და ვახტანგ ჩიდრაშვილმა ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო მინდია ლილუაშვილი და ელენე ქებაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ გავარდა ნაპოლი? ხვიჩასთვის თამაში რთული იყო“ - რას ამბობს რუდი კროლი
„რატომ გავარდა ნაპოლი? ხვიჩასთვის თამაში რთული იყო“ - რას ამბობს რუდი კროლი