კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს | მის დეპორტაციას ითხოვენ

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის უხამსი ჟესტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, „ალ-ჰილალის“ გულშემატკივრები ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ, რა დროსაც რონალდუმ ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, იურისტმა, ნუფ ბინ ახმედმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და კრიშტიანუს დეპორტაცია მოითხოვა.

„ამ მომენტში, მასა მის პროვოცირებას რომც ცდილობდეს, რონალდუს რეაქცია მაინც მიუღებელია. უხამსი ჟესტის საჯაროდ დემონსტრირება დანაშაულია და თუ უცხოელის მიერ არის ჩადენილი, დაპატიმრებითა და დეპორტაციით ისჯება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურას აუცილებლად მივმართავთ“.

მოგვიანებით, იურისტმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებს მიმართა და მას მხარდაჭერებიც გამოუჩნდნენ. სპორტულმა ჟურნალისტმა, ოსმან აბუ ბაქრმა განაცხადა, რომ რონალდუ გულშემატკივრების მისამართით ამორალურად და უხეშად მოიქცა და „ალ-ნასრის“ მასთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდა. საინტერესოა, რომ კლუბმა იგი დაიცვა და ახსნა, რომ კრიშტიანუს ქმედება უხამსი ჟესტი არ ყოფილა. მატჩის მიმდინარეობისას, მას საზარდულის არეში მოხვდა და პორტუგალიელს ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვარ, გავარდნას არ ვიმსახურებდით“ - დიეგო მარადონა უმცროსი
„განადგურებული ვარ, გავარდნას არ ვიმსახურებდით“ - დიეგო მარადონა უმცროსი