კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მეტოქეს MMA-ის ილეთი გაუკეთა | რონალდუ როგორღაც წითელს გადაურჩა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის 57-ე წუთზე, კრიშტიანუმ „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ MMA-ისთვის დამახასიათებელი ილეთი გამოიყენა, მეტოქეს ყელში მოუჭირა და მინდორზე დააგდო. რონალდუ გაძევებას გადაურჩა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კიდევ ერთი ჟესტი მოექცა. საფინალო სასტვენის შემდეგ, „ალ-ჰილალის“ გულშემატკივრები ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ, რა დროსაც რონალდუმ ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა და სოციალურ ქსელებში ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა, დამცველებიც გამოუჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ 24 მატჩი აქვს გამართული და 53 ქულით მეორე ადგილს იკავებს. კრიშტიანუს გუნდი ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 3 ქულით ჩამორჩება და მასზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული. „ალ-ნასრის“ მომდევნო შეხვედრა 28 აპრილს, „ალ-რაედის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“