“ბაიერნს ყველაფერი შეუძლია“ - ტუხელი სიტისთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
ტუხელი:
„საკუთარი თავის გვჯერა. ასევე გვჯერა, რომ პირველ ტაიმს მოვიგებთ. თუ მეორე ტაიმსაც მოვიგებთ მაშინ შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. იმედია ის ცოტა იღბალი დაგვემატება, რაც პირველ მატჩში არ გვქონდა. ჩუპო-მოტინგი დაბრუნდა და სრულფასოვნად ივარჯიშა.
არ მგონია, რომ უპამეკანოს და ჰოლანდის დაპირისპირება პრობლემა იყო, მაგრამ ის გადაწყვეტილებები, რაც მან მიიღო ნამდვილად შეცდომა იყო. უპამეკანომ კარგად იცის, რომ გაუმჯობესება შეუძლია. კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის რაიმეს დაბრალება არ შეიძლება. მისი სრული ნდობა მაქვს. ის ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს.
ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. უნდა მოვუგოთ გუნდს, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საოცარ ფორმაშია, მაგრამ „ბაიერნს“ ყველაფერი შეუძლია. ნახევარფინალში გასვლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. სადიო მანე განაცხადში იქნება. სანესთან კონფლიქტი ამოწურულია. ვნახოთ ითამაშებს, თუ არა.
იმპულსურები უნდა ვიყოთ და ყველაფერზე სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, პირველი მატჩის 70 წუთში სწორედ ეს გვაკლდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ცუდად დავისაჯეთ. კარგად გვესმის რის წინააღმდეგ მივდივართ და რა გვიდგას წინ. ეს უკიდურესად რთული მისიაა. ვეცდებით „სიტი“ პატარ-პატარა ნაბიჯებად დავყოთ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და სიტიმ 3:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.