ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

რეალის სკაუტები ხვიჩას მილანთან დააკვირდებიან - ესპანური მედიის საინტერესო ცნობა

Defensacentral-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩზე სკაუტებს მიავლენს. „სამეფო კლუბის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაკვირვების მთავარი მიზანი ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრაჰიმ დიასის თამაშის დეტალური ანალიზია, როგორ ითამაშებენ წნეხის ქვეშ და რა იქნება მათი თამაშის მაქსიმუმი.

ხვიჩასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ეკრემ კონურიც წერს. მისი ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმას, მის კონდიციას „მილანთან“ მატჩში შეამოწმებს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანმა“ შინ „ნაპოლი“ ბენასერის გოლით 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება. ნეაპოლში „მილანის“ წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ითამაშებს, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდება.

ბრაჰიმ დიასი მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა, ესპანელი „როსონერიში“ იჯარით თამაშობს. „სამეფო კლუბი“ მისი დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა საზოგადოდ ცნობილია და ამ თემაზე ესპანური მედიაც წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 34 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა