მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: „ამის შემდეგ უფრო დიდი აღმაფრენით ვითამაშეთ“

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „მეცმა“ შინ „ბორდო“ 3:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს „ბორდო“ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, მიქაუტაძის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო „ბორდოს“ მეკარე გააძევეს. შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

„რამ განაპირობა ასეთი დიდი ანგარიშით გამარჯვება? მათ წითელი ბარათი მიიღეს და მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, გასახდელიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გავიტანეთ, შემდეგ იყო მეორე გოლი. გოლების გატანა გავაგრძელეთ, მესამეც შევაგდეთ.

ვფიქრობ, მეკარემ წითელი ბარათი დაიმსახურა, მას ბურთზე უნდა ეთამაშა, თუმცა ამის ნაცვლად მე დამეჯახა. მეკარის გაძევების შემდეგ უფრო დიდი აღმაფრენით ვითამაშეთ.

აკლდა თუ არა „ბორდოს“ აგრესიულობა? დიახ, ჩვენ ეს ვიგრძენით. „ბორდოსთან“ მატჩში ბევრი სივრცე იყო, რაც ჩვენთვის კარგი იყო, გამოვიყენეთ.

რომელ გოლს ვანიჭებ უპირატესობას? ორივე გოლს. პირველი გოლის გატანა ადვილი არ იყო, მარცხენა ფეხით დავარტყი და კუთხეში გავიტანე. ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა.

„ბორდოს“ 1 ქულით ჩამოვრჩებით, მიზანი ლიგა 1-ში აღზევებაა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დღევანდელ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ, რომ მოგვეგო და „ბორდოსთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეგვემცირებინა“.

მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 30 მატჩში გიორგი მიქაუტაძემ 17 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, 1 გოლი საფრანგეთის თასზე გაიტანა. ასე რომ, მის აქტივში ამ სეზონში უკვე 18 გოლია. პლუს, კიდევ ერთი გოლი გასულ თვეში ნორვეგიას გაუტანა. ცხადია, ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, უშუალო კონკურენტს 2 გოლით უსწრებს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „მეცს“ 1 ქულით უსწრებს. ლიგა 1-ში მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები აღზევდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის სუპერმატჩი - დუბლი ბორდოსთან ბრწყინვალე გოლებით
მიქაუტაძის სუპერმატჩი - დუბლი ბორდოსთან ბრწყინვალე გოლებით