საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი: „საქართველო დედაჩემია, რუსეთი - მამაჩემი“

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. საზონოვმა ინტერვიუ Sport24-ს მისცა და განაცხადა, რომ საქართველო მისი დედაა, რუსეთი - მამა.

„ერთს ვიტყვი: მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე და ამ თემაზე შეკითხვის დასმას სწორად არ ვთვლი. როცა არჩევანს აკეთებ, მის განმაპირობებელ მიზეზებს არ გეკითხებიან. ორი სამშობლო მაქვს და ბავშვობიდან ორმაგი მოქალაქეობა მქონდა. ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი - მამა და მშობლებს შორის არჩევანს არასდროს ვაკეთებ.

ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ეს მეხება. ყველაფერ დანარჩენს დედაჩემი და მამაჩემი აგვარებენ. ვფიქრობ, მარტივი და სწორი პოზიცია მიკავია და ზედმეტი ფიქრები არაფერში მჭირდება. ზლატანს მივბაძავ და ვიტყვი: „საბა საზონოვი ვარ და მორჩა“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვი 21 წლისაა და საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება 2022 წლის სექტემბერში მიიღო. 17 ნოემბერს, მან მაროკოსთან სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 2023 წლის 25 მარტს კი მონღოლეთის წინააღმდეგ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე აშკარა ჯარიმა იყო“ - დელ პიერომ მსაჯი გააკრიტიკა
„კვარაცხელიაზე აშკარა ჯარიმა იყო“ - დელ პიერომ მსაჯი გააკრიტიკა