ტუნისელმა ფეხბურთელმა პოლიციის განყოფილების წინ თავის დაწვა სცადა
ტუნისელმა ფეხბურთელმა, ნიზარ აისაუიმ პოლიციის განყოფილების წინ თავის დაწვა სცადა. ANSA-ს ინფორმაციით, საზარელი ფაქტი გუშინ მოხდა და ამ ქმედებით აისაუიმ სამართალდამცველების მისამართით პროტესტი გამოხატა.
ცეცხლის წაკიდებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 35 წლის ფეხბურთელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და დეტალურად ახსნა, ასეთ ქმედებაზე რის გამო წავიდა. მისი თქმით, პოლიციამ ტერორიზმის ბრალდება აბსოლუტურად უსამართლოდ წაუყენა და თავის დაწვით სამართალდამცველების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
???? Calciatore si dà fuoco in stazione: su Facebook aveva spiegato il motivohttps://t.co/ygF0rH62aZ
— Virgilio Notizie (@NotizieVirgilio) April 11, 2023
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, აისაუი გადარჩა და საავადმყოფოში იმყოფება. მან მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა მისი სიცოცხლე გადაარჩინონ. ცნობისთვის, კარიერას განმავლობაში, მას ტუნისურ კლუბებში უთამაშია და „მონასტირის“, „გაფსასა“ და „ჰაფუზის“ ღირსებას იცავდა.