ინტერი, სიმონე ინძაგი, ბენფიკა, როჯერ შმიდტი
Aa
Aa

ჯერ არაფერი დასრულებულა - შმიდტისა და ინძაგის კომენტარები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში როჯერ შმიდტის ლისაბონის „ბენფიკა“ შინ სიმონე ინძაგის გაწვრთნილ მილანის „ინტერთან“ 0:2 დამარცხდა. 51-ე წუთზე ალესანდრო ბასტონის ჩაწოდებას ნიკოლა ბარელას გოლი მოჰყვა, იტალიელმა ფორვარდმა ოდისეას ვლახოდიმოსს თავით შეუგდო. 82-ე წუთზე ჟოაუ მარიუს ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, პენალტი რომელუ ლუკაკუმ ზუსტად შეასრულა და „ინტერი“ საშინაო შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით შეხვდება - 0:2.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მედიასთან ისაუბრეს.

სიმონე ინძაგი: „ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. მოხარული ვარ, თუმცა ეს მხოლოდ პირველი მატჩია. უპირატესობა გვაქვს, მაგრამ არაფერია დასრულებული. „ბენფიკამ“ აჩვენა, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ სტადიონზე შეუძლია.

ბოლო მატჩები არ მოგვიგია, მაგრამ ყოველთვის ვქმნიდით ბევრ საგოლე მომენტს, მაშინაც კი როცა გამარჯვებას ვერ ვახერხებდით.

არ დაგავიწყდეთ, რომ ექვს დღეში სამი გასვლითი მატჩი ჩავატარეთ, ბოლო 10 დღეში კი ოთხი შეხვედრა გავმართეთ. ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებებიდან შემოგვიერთდა, ეს თითქმის წარმოუდგენელი კალენდარია, მაგრამ ჩვენ „ინტერი“ ვართ და ყველა ტურნირზე წარმატებისთვის ვიბრძვით“.

როჯერ შმიდტი:„რთული თამაში იყო, გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. ჩვენ თამაშში ვიყავით, ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს, შექმნეს საგოლე მომენტები, მაგრამ ბოლოს პენალტი გაგვიტანეს. ეს თამაში ისტორიაა, ზოგჯერ მარცხდები. შესაძლებელი იყო, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო ან მოგვეგო, მაგრამ დავმარცხდით, მეტოქის ფეხბურთელებს გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და ორივე შემთხვევაში გაიტანეს. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში მოსაგებად წავიდეთ“.

საპასუხო მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ 19 აპრილს გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული „მილანისა“ და „ნაპოლის“ შორის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენფიკას საშინაო მარცხი - ინტერმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
ბენფიკას საშინაო მარცხი - ინტერმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა