„ასეთი კალენდარი სიგიჟეა, რამე უნდა შეიცვალოს“ - კარლო ანჩელოტი
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ Rai Radio 1-თან ინტერვიუს დროს საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს ფეხბურთში.
რას ამბობს ანჩელოტი:
არსებობს იდეა, შემოვიტანოთ წმინდა დრო, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებული წუთების დიდი რაოდენობა. ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია.
66 წლის სპეციალისტმა მჭიდრო კალენდრის შესახებაც დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება.
„საკმაოდ რთული სეზონია და ძალიან ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე მადრიდის „რეალიდან“ 15 მოთამაშე იყო წასული, შემდეგ კი საუდის არაბეთში, სუპერთასზე ითამაშეს, შემდეგ იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში... 30 დეკემბრიდან 20 მარტამდე სამ დღეში ერთხელ გვიწევდა თამაში, რის გამოც, „ბარსელონას“ მსგავსად სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ. ასეთი კალენდარი აბსურდულია და აუცილებლად უნდა გაკეთდეს რამე“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია, სადაც ოთხშაბათს ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში კი 59 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამორჩება. ამასთან, ანჩელოტის გუნდმა კოპა დელ რეის ფინალსაც ითამაშებს, სადაც „ოსასუნას“ შეხვდება.