კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი ნაპოლი-მილანზე: „თანაბარი წყვილია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ყოფილი გუნდების, „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვიხილავთ. იტალიელი სპეციალისტის სიტყვები Calciomercato-მ გაავრცელა და ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ფავორიტის დასახელება ძალიან ძნელია.

„თანაბარი მატჩები იქნება, რომლებშიც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ასეთი ტიპის შეხვედრებში, ფეხბურთელები ზეწოლას გრძნობენ და უაღრესად მოტივირებული არიან. ასე რომ, მწვრთნელთა მხრიდან სამოტივაციო გამოსვლები საჭირო არ იქნება. მათ გამოსვლებს სტრატეგიული დატვირთვა ექნებათ, რომ ფეხბურთელებმა მკაფიო მითითებები მიიღონ და იგრძნონ, რომ უფრო მეტად არიან ჩართული. გარდა ამისა, ეს მათზე არსებულ ზეწოლასაც შეამსუბუქებს.

რთულია, ვთქვათ, ფავორიტი ვინაა. ნაპოლი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, მილანი კი სტაბილურობით არ გამოირჩევა და აღმასვლები და დაღმასვლები აქვს. ამ მატჩს ორივე გუნდი განსხვავებული მოტივაციით ხვდება, მაგრამ მთავარი მიზანი და მოტივაცია მაინც ერთია - ნახევარფინალში გასვლა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამას 6 წელიწადი ელოდა | ადესანიას პასუხი პერეირას შვილს
ამას 6 წელიწადი ელოდა | ადესანიას პასუხი პერეირას შვილს