პელე ნეიმარზე:
Aa
Aa

პელე ნეიმარზე: "...მისი ჩრდილიდან გამოსვლა აუცილებელი იყო"

ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ, ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრა და ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ფავორიტები დაასახელა.

"ამ მომენტისთვის ბრაზილიის საუკეთესო მოთამაშედ ნეიმარი მიიჩნევა და მე მიმაჩნია, რომ მისი "პსჟ"-ში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. "ბარსელონაში", მას ხშირად ადარებდნენ მესის. ამიტომ, მისი ჩრდილიდან გამოსვლა აუცილებელი იყო", - ამბობს პელე.

"ნეიმარისთვის ეს კარგი შანსია. ახლა მას შეეძლება, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. ოქროს ბურთისთვიას ბრძოლა? რა თქმა უნდა ის ფავორიტი იქნება! ფილიპე კოუტინიოც კარგი ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსაში" ნემარის შეცვლა შეეძლო, მაგრამ ამჟამად ბრაზილიის საუკეთესო მოთამაშე "პსჟ"-ში ირიცხება". - განაცხადა პელემ.

მსგავსი სიახლეები