გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 12 ქულა - ტენერიფე ბეტისთან ოვერტაიმში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბეტისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ორვერტაიმში - 80:76 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:13 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინის ანგარიშზე 3-დან 1 ორქულიანი და  10-დან ათივე ზუსტად შესრულებული საჯარიმოა. ამასთან, ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ 4 ჯარიმა აიღო და ასევე 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

26 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ 18 მოგება აქვს და 36 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 12 აპრილს, სტუმრად „მანრესას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია ნაპოლისთან დამარცხდა
შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია ნაპოლისთან დამარცხდა