გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ყოფილი თავკაცი: „ვიცოდი, რომ მაღალ დონეზე ითამაშებდა“

„მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა თავკაცმა, ლიონელ ბამ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. ბა მიქაუტაძეს „სან-პრისტის“ ახალგაზრდულ გუნდში წვრთნიდა და განაცხადა, რომ გიორგის ყველა თვისება აქვს, რაც თანამედროვე თავდამსხმელს სჭირდება.

„გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში ოსტატურად ასპარეზობს და გოლის ალღო აქვს. მას მეტოქეთა კარის ასაღებად ბევრი მომენტი არ სჭირდებოდა და როგორც კი ხელსაყრელ შანსს მიიღებდა, ყოველ ჯერზე წარმატებას აღწევდა და ზუსტად ურტყამდა.

მიქაუტაძე 16-წლამდე გუნდში გვყავდა და 17-წლამდელთა ჩემპიონატში ბევრი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ჩემს გუნდში (19-წლამდე გუნდი) აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ მაღალ დონეს მიაღწევდა, რადგან ერთად მუშაობისას ვნახე, რომ თანამედროვე თავდამსხმელისთვის საჭირო თვისებები ჰქონდა, რომელმაც იცოდა, სივრცეები როგორ გამოეყენებინა. გიორგი ყოველთვის ახერხებს, დასარტყამ სიტუაციაში აღმოჩნდეს, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან ძნელია და მისი ძლიერი მხარე სწორედ ეს გახლავთ. კარგი პირველი შეხება აქვს, შეტევაში სწრაფად გადადის და გოლის ალღოთი გამოირჩევა“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და მის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემაცაა. გიორგის „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, „პაუს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი იყო“ - ნდომბელე კვარაზე
„პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი იყო“ - ნდომბელე კვარაზე