ხვიჩა კვარაცხელია, ტანგუი ნდომბელე
Aa
Aa

„პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი იყო“ - ნდომბელე კვარაზე

„ნაპოლის“ ნახევარმცველი, ტანგუი ნდომბელე ფრანგულ So Foot-თან ინტერვიუს დროს ნეაპოლსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

რას ამბობს ფრანგი ნახევარმცველი:

როდესაც ნეაპოლში ჩავდიოდი, ამ ქალაქის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მითხრეს, რომ ქალაქი მარსელს ჰგავდა. როდესაც საქმეები კარგად მიდის, მაშინ ფანტასტიკურია, საპირისპირო შემთხვევაში კი ყველაფერი რთულდება. როცა ჩავედი, მაჯაზე ძვირადღირებული საათი მეკეთა. მეგობრებმა გამაფრთხილეს, რომ მომეხსნა და მეც, შეშინებულმა საფრანგეთში გავაგზავნე... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში აქ პრობლემა არასდროს მქონია.

ამ ქალაქში უნიკალური ატმოსფეროა, არ არსებობს, რომ ანონიმურად შეძლო დარჩენა, მით ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის, რომელსაც სიმშვიდე და ჩუმად ყოფნა უყვარს. როდესაც ჩამოვედი, მივხვდი, რომ იტალიური ფეხბურთის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. ბევრი თანაგუნდელის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მაგალითად კვარაცხელიას შესახებ... მას არ ვიცნობდი, თუმცა პირველივე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პატარა ბიჭი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო.

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ გუნდში შესანიშნავი კოლექტივი შეიკრა და სპალეტის ყველა მოთამაშესთან ახლო ურთიერთობა აქვს. კონკრეტულად მე, ყოველთვის მაძლევს დავალებებს და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ზოგადად, სადაც ვყოფილვარ, ყოველთვის ვცდილობ მწვრთნელებთან საუბარს და ამის დამსახურებით, მოედანზე მათი მოთხოვნებისადმი ადაპტაცია ვისწავლე. ვიცით, რომ სკუდეტოს მოგებით დიდი ისტორიის შექმნა შეგვიძლია, ბევრი ჩვენგანისთვის კი ამ დონეზე, ეს პირველი თასი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტანგუი ნდომბელე ლონდონის „ტოტენჰემის“ საკუთრებაშია და „ნაპოლიში“ იჯარის წესით თამაშობს. ფრანგი ფეხბურთელი „პარტენოპეის“ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება და მას სპალეტი ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უშვებს მოედანზე, თუმცა 26 წლის ნახევარმცველი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. საგულისხმოა, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნდომბელემ ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდას პორტუგალიური გრანდი აკვირდება
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდას პორტუგალიური გრანდი აკვირდება