ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა-ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესოა“

„ნაპოლისა“ და ნორვეგიის ნაკრების მცველმა, ლეო ოსტიგორმა „მილანთან“ გამართულ მატჩზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ოსტიგორმა „კვარასა“ და ვიქტორ ოსიმენის დუეტი გამოარჩია და დასძინა, რომ მის თანაგუნდელებს ფანტასტიკური სეზონი აქვთ.

„წაგებას ვერ ვიტანთ, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. გვინდა, ლეჩესთან გამარჯვება მოვიპოვოთ და აუცილებელია, წარმატებულ ასპარეზობას დავუბრუნდეთ. ვიცით, მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე რა მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ლეჩესთან გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული.

ჩვენი სურვილია, ნეაპოლის მოსახლეობას სკუდეტო ვაჩუქოთ. ჩემი თანაგუნდელები ფანტასტიკურ სეზონს ატარებენ და თითოეულ ჩვენგანს გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება სურს. კვარაცხელია? ვფიქრობ, კვარასა და ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის, მსოფლიოში საუკეთესოა. ყველაფერს, რასაც მატჩებისას აკეთებენ, ვარჯიშებისას ყოველდღე ვხედავთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სხვა თანაგუნდელებიც მყავს, რომლებიც გამორჩეულად თამაშობენ. მაგალითად, ლობოტკა, დი ლორენცო და სხვები“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ დაპირისპირება 7 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარაცხელია
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარაცხელია