იურგენ კლოპი
Aa
Aa

„გუნდიდან გათავისუფლების არ მეშინია“ - იურგენ კლოპი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ 4:1 მარცხის შემდეგ Athletic-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სამუშაოს დაკარგვის არ ეშინია და ის ამისთვის ნებისმიერ დროს მზად იქნება.

რა თქვა კლოპმა:

გუნდიდან გათავისუფლების არ მეშინია და ვფიქრობ, ამის არც გრემ პოტერს ეშინოდა. შიში საჭირო არაა, აქ წარმატებული შედეგების მისაღწევად ვიმყოფები. მე არ ვარ კლუბის თილისმა, ან კედელზე გამოსახული ფრესკა, აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ კლუბისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო. სხვა არაფერზე მიფიქრია.

ისიც ვიცი, რომ აქ წარსული შედეგების გამო ვარ და არა იმის გამო, რასაც ამ სეზონში ვაკეთებთ. არ მომწონს ის გარემოება, რომ ახლა ამაზე საუბარი გვიწევს. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი პირველი სეზონი რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. კლუბს ჭკვიანი მფლობელები ჰყავს, რომლებიც კარგად აფასებენ შექმნილ სიტუაციას.

დღევანდელ მდგომარეობას უნდა გავუმკლავდეთ. უბრალოდ, არ შეგვიძლია თამაშის ისე გაგრძელება, როგორც ამას დროდადრო ვაკეთებთ, ეს მიუღებელია. ამით მეც იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, ეს წარსულში უნდა დავტოვოთ და გამოსავალი ვიპოვოთ.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და ოთხეულის ზონას 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირდაპირი მოთხოვნა ხელმძღვანელობას - ტუხელს ჰავერცი უნდა
პირდაპირი მოთხოვნა ხელმძღვანელობას - ტუხელს ჰავერცი უნდა