გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, კოულ ენტონი, უენდელ კარტერ ჯუნიორი
Aa
Aa

13 ქულა, ეფექტური ჩატენვა და შელაპარაკება დურენთან - გოგას მეჯიქმა პისტონსს მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „დეტროიტ პისტონსი“ საკუთარ კედლებში დაამარცხა და მეტოქეს 128:102 სძლია.

გოგას კარგი მატჩი ჰქონდა და პარკეტზე გატარებულ 17 წუთსა და 51 წამში, 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გაიფორმა. ბითაძემ 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. გოგას 1 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და 6 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც, პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საინტერესოა, რომ გოგას მე-6 ფოლი ტექნიკური ჯარიმა გახლდათ, რომელიც „დეტროიტის“ კალათბურთელთან, ჯეილენ დურენთან შელაპარაკების გამო მისცეს. „პისტონსის“ სამწამიანში, პოზიციის მოსაგებად გამართული ბრძოლის შემდეგ, ბითაძესა და დურენს შორის ვითარება დაიძაბა და მსაჯებმა ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          გეტყვით იმასაც, რომ „ორლანდოს“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული 8 მოთამაშემ გადალახა, ყველაზე მეტი, 18 ქულა კი ჯეილენ საგსის ანგარიშზეა. კოულ ენტონიმ 17 ქულა მიითვალა, ფრანც ვაგნერმა - 16, ხოლო ვენდელ კარტერ ჯუნიორი და პაოლო ბანკერო 14-14 ქულას დასჯერდნენ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

          მსგავსი სიახლეები

          ცხელი ამბები
          ასევე დაგაინტერესებთ
          „ჩემს ცოლს ვეხუმრე: ნახევარი საქართველო აქ არის“- ფაჩულია კვარას საგულშემატკივროდ ჩავიდა
          „ჩემს ცოლს ვეხუმრე: ნახევარი საქართველო აქ არის“- ფაჩულია კვარას საგულშემატკივროდ ჩავიდა