ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ელ კლასიკოს წინ: ბარსას დე იონგიც გამოაკლდა

5 აპრილს, „კამპ ნოუზე“ ესპანეთის სამეფო თასის განმეორებითი 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართება, „ბარსელონას“ „რეალს“ უმასპინძლებს. ჩავის გუნდმა პირველი მატჩი მადრიდში 1:0 მოუგო.

საპასუხო შეხვედრის წინ კატალონიელებს კვლავ დიდი საკადრო პრობლემები აქვთ. მადრიდულ მატჩშიც „ბარსას“ ლევანდოვსკი, პედრი, დემბელე და კრისტენსენი აკლდა. ამჯერად კი „ელ კლასიკოს“ დემბელე, პედრი, დე იონგი და კრისტენსენი დააკლდებიან.

ნიდერლანდელი ნახევარმცველის თამაში დღეს გამოირიცხა. As-ის ცნობით, ფრენკიმ ვარჯიში უარყოფითი შეგრძნებით დატოვა. წყაროს ცნობით, მის სრულად გამოჯანმრთელებას 15 დღე დასჭირდება.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, ჩავი ნაცად სქემას მაინც არ გადაუხვევს და მიუხედავად ნახევარდაცვის 2 მთავარი ფიგურის გამოკლებისა, მაინც 4-4-2 სქემით ითამაშებს. ამჯერად ნახევარდაცვას ბუსკეტსი, კესი, სერხი რობერტო და გავი დააკომპლექტებენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ოთხშაბათს 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი