საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები, ლევან ჩიხრაძე
Aa
Aa

ჩიხრაძის მაგარი გოლი - საქართველო ნახევარფინალში დამარცხდა

International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულთან, რუმინეთთან 1:3 დამარცხდა, თუმცა ნახევარფინალში გასვლით მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რუმინეთს ერთადერთი გოლი ლევან ჩიხრაძემ საჯარიმო დარტყმით გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც რუმინეთმა 2 გოლი შეაგდო.

საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩს დღეს გამართავს.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირის D ჯგუფში საქართველომ ორივე მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა.

პირველ ტურში საქართველომ ირლანდია 2:1 დაამარცხა, გიორგი კიკნაძემ ანგარიში გახსნა, ჯეჯო ჯალიაშვილმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

მეორე ტურში საქართველომ კვიპროსი 3:2 დაამარცხა. გოლები ლაშა კუკუჯანაშვილის, ლევან ჩიხრაძისა და დავით ბობოხიძის ანგარიშზეა. ტურნირი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმართება.

1/4-ფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები 4:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ლაშა ღონღაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში გიორგი კიკნაძემ ანგარიში გაზარდა. ალბანელებმა სხაობა ერთი ბურთით შეამცირეს, თუმცა ლუკა ბლიაძემ ორგოლიანი უპირატესობა აღადგინა. მეოთხე გოლი ლევან ჩიხრაძის აქტივშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდა წახვედი და კაცი დაბრუნდი“ - მიქაუტაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა
„ახალგაზრდა წახვედი და კაცი დაბრუნდი“ - მიქაუტაძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა