ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: სერიოზული არაფერია, ლიგაზე მილანთან ვითამაშებ

სანაკრებო პაუზის დროს „ნაპოლიმ“ ტრავმის გამო ვიქტორ ოსიმენი დაკარგა, რომელსაც დაახლოებით 10-12 დღე გაუცდება.

იყო მოლოდინი, რომ ნიგერიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებასაც გამოტოვებდა, თუმცა ამის შესახებ თავად ისაუბრა და გულშემატკივრები დაამშვიდა.

„ჩემი ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მსურს, რომ 10-12 სრულად აღდგენას დავუთმო, რათა მაქსიმალურად გამოვჯანმრთელდე. იმედი მაქვს ასე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან მატჩისთვის გუნდთან ერთად ვიქნები.

ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ და ყველაფერს ვიღებთ ოცნების ასასრულებლად. სეზონის სტარტზე ჩვენი ცოტას, თუ სჯეროდა. ახლა მიზანთან ახლოს ვართ და ოცნების ახდენამდე ვერ ვითმენთ. ქომაგების ენთუზიაზმი აბსოლუტურად არაჩვეულებრივია. ამდენი სიყვარული არასდროს მიმიღია. ვეღარ ვითმენ იქამდე, როცა ნეაპოლის ქუჩებში ქომაგებთან ერთად მოგებულ სკუდეტოს აღვნიშნავ“.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ნაპოლის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი „სან სიროზე“ 12 აპრილს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 გოლი ბოლო ექვს მატჩში - მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლების სერია
5 გოლი ბოლო ექვს მატჩში - მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლების სერია