Aa
Aa

დემბელეს პრეზენტაცია "ბარსელონაში"

უსმან დემბელემ ბარსელონასთან 5 წლიან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი გახდა მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. კატალონიურ გრანდი დორტმუნდის „ბორუსიას“ 105 მილიონ ევროსა და შემდეგ ბონუსებს გადაუხდის.

დემბელე ბარსელონაში კვირას ჩავიდა და ორშაბათს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ცოტა ხანში ვინგერი „ნოუ კამპს“ ეწვია, სადაც კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა, შემდეგ კი სტადიონზე მოსულ 12 000 გულშემატკივრის წინაშე მისი ოფიციალური პრეზენტაცია შედგა.

„ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნაწილი ვარ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ გუნდთან ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას მალე გავივლი, ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ახალ თანაგუნდელებს.

„რენისა“ და „დორტმუნდის“ ყოფილი ფეხბურთელი 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც აქამდე ნეიმარს ეკუთვნოდა.

ტრანსფერთან დაკავშირდებით განცხადება „ბორუსიას“ ხელმძღვანელობამაც გაავრცელა. გერმანელებმა დაწერეს, რომ ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა და გუნდებმა შეთანხმებას პარასკევს მიაღწიეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები