პერესს ანჩელოტის შემცვლელად პოჩეტინო უნდა, კლუბს რაული
ფლორენტინო პერესს სურს, რომ „რეალის" ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იყოს.
TyC Sports-ის ცნობით, პსჟ-ს და „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი პერესის ფავორიტია. სეზონის ბოლოს პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კლუბს კარლო ანჩელოტი დატოვებს. იტალიელმა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.
აღსანიშნავია, რომ კლუბში მმართველთა საბჭოში უმრავლესობას ანჩელოტის შემცვლელად რაულის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად „სამეფო კლუბის“ „კასტილიას“ წვრთნის.
საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პერესი მიიღებს, ამიტომ პოჩეტინო ამ მომენტში ფავორიტად სახელდება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მაურისიომ „ტოტენჰემში“ დაბრუნებაზე უარი თქვა. მანამდე მის მიმართ ინტერესი „აიაქსს", „ჩელსის", ასევე ბელგიის ნაკრებსაც ჰქონდა. ყველა დაინტერესებულმა კლუბმა პოჩეტინოსგან უარი მიიღო, რადგან ის მადრიდის „რეალის" შეთავაზებას მოუთმენლად ელის.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს ბოლო კლუბი პსჟ იყო. იქიდან არგენტინელი 2022 წლის ივლისში გაათავისუფლეს.