აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„სანამ რამეს არ შევცვლით, მონები ვიქნებით“ - დე ლაურენტისი უეფაზე და მილანზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „მილანთან“ გასამართ დაპირისპირებებზე და ევროპულ ფეხბურთში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა უეფა გააკრიტიკა და მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, ჩემპიონთა ლიგაზე, „შავ-წითლებსა“ და „ლურჯებს“ სხვა მეტოქეები ჰყოლოდათ.

„მილანისა და ნაპოლის თამაშები არის მატჩები, რომლებიც ნებისმიერი შედეგით შეიძლება დასრულდეს და წინასწარ არაფერია ცნობილი. მილანს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დანაკლისი როსონერისაც აქვს. ვიმედოვნებ, რომ თანაბარ და სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ და ფეხბურთს ქომაგებისთვის სწორედ ეს უნდა მოჰქონდეს.

სისულელეა, როცა ერთ გუნდთან თვეში 3 შეხვედრას მართავ. განსაკუთრებით, თუ ევროტურნირზე ასპარეზობ და გინდა, შენი თავი კონტინენტის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ გამოცადო. უკეთესი იქნებოდა, მილანსა და ნაპოლის სხვა მეტოქეები ჰყოლოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ უეფაში რამეს არ შევცვლით, ფეხბურთის სამინისტროს მონები ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 28-ე ტურში, „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 2 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12 აპრილს, „მილანი“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში მიიღებს, საპასუხო შეხვედრა კი 18 აპრილს ნეაპოლში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის დიდი დანაკლისი - ოსიმენი ტრავმირებულია
ნაპოლის დიდი დანაკლისი - ოსიმენი ტრავმირებულია