ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
თბილისის „დინამოს“ აკადემია ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თბილისური კლუბის გარდა აღნიშნულ ტურნირზე „ჯენოა“, „მონცა,“ „სევილია,“ „ბაშაქშეჰირი“ და „ყარაბაღი“.
შეხვედრები თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა, თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში „დინამომ“ „ემპოლი“ 1-0 დაამარცხა.