ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ბაიერნმა ფორვარდის შეძენა გადაწყვიტა - 3 კანდიდატი ცნობილია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი საზრუნავი თავდასხმის ხაზის გაძლიერება იქნება.

ტომას ტუხელს გუნდში ახალი ცხრიანის ხილვა სურს და კლუბის ხელმძღვანელობას ამის შესახებ უკვე აცნობა.

Sport1-ის ჟურნალისტის კერი ჰოუს თქმით, მთავარ კანდიდატებს შორის არიან ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და რენდალ კოლო-მუანი (აინტრახტი). არჩევანს დიდწილად გარიგების ფინანსური მხარე განსაზღვრავს.

თუ ბაიერნი ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელის გაყიდვას გადაწყვეტს, მაშინ პირველი ვარიანტი სერჟ გნაბრი იქნება. მისი მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ფეხბურთელის ფორმაში დაბრუნებას.

კიდევ ერთი შესაძლო გამავალი ტრანსფერი არის მარსელ საბიცერი, რომელიც ამჟამად იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედშია“ და მისი საბოლოოდ გაყიდვის გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიღებულია.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ იულიან ნაგელსმანი გუნდის არასტაბილური თამაშის გამო პოსტიდან დაითხოვა და „რეკორდმაისტერი“ მალევე ტომას ტუხელმა ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპეკია: „მარადონას არ შევადაროთ, მაგრამ კვარას ჩემპიონის თვისებები აქვს“
სპეკია: „მარადონას არ შევადაროთ, მაგრამ კვარას ჩემპიონის თვისებები აქვს“