Aa
Aa

უსმან დემბელემ ბარსელონაში სამედიცინო შემოწმება გაიარა

უსმან დემბელემ ბარსელონას ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ კატალონიურმა კლუბმა "ტვიტერის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

"დემბელემ სამედიცინო ტესტები ჩააბარა და ახლა კლუბის სამედიცინო ცენტრში მიდის" - წერია ბარსელონას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

20 წლის ფრანგი ვინგერი, ბარსელონამ დორტმუნდისგან 105 მლნ ევროდ შეიძინა. დემბელე ბარსელონაში 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები