ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

ოსტიგორი: „კვარა ძლიერი ფეხბურთელია, ნაკრებში სხვანაირად თამაშობს“

„ნაპოლისა“ და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელი, ლეო ოსტიგორი საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ, Calcionapoli-ის გაესაუბრა. „პარტენოპეის“ უკანახაზელს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჩაეკითხნენ და ოსტიგორმა განაცხადა, რომ „კვარა“ ეროვნულ გუნდში სხვანაირად თამაშობს.

„მე და ხვიჩა მეგობრები ვართ. მატჩის შემდეგ შევხვდი და რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. კვარაცხელიას გაჩერებას მთელი შეხვედრის განმავლობაში ვცდილობდით და აშკარაა, რომ ნაკრებში სხვანაირად თამაშობს, ვიდრე ნაპოლიში. კვარა შესანიშნავი პიროვნება და ძლიერი ფეხბურთელია. მიხარია, მისი თანაგუნდელი რომ ვარ და დღეს, მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო იყო.

პარტენოპეის რაც შეეხება, ფანტასტიკაა, რასაც ვაკეთებთ და შესანიშნავად ვასპარეზობთ. პირველ ადგილს ვიკავებთ და ბოლომდე ჩვენს მიზნებზე ვართ ფოკუსირებული. გვინდა, სეზონის დარჩენილი ნაწილიც მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ქომაგებს სიხარული ვაჩუქოთ. მილანთან დაპირისპირება? როსონერის კარგად ვიცნობთ და ცოტათი უცნაურია, 20 დღეში 3-ჯერ რომ უნდა ვეთამაშოთ. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და თითოეულ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ოსტიგორის „ნაპოლის“ მომდევნო მატჩი ზემოთ ხსენებულ „მილანთან“ ელის, რომელსაც 2 აპრილს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდეგორი: „იმედგაცრუებული ვარ, ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ“
ოდეგორი: „იმედგაცრუებული ვარ, ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ“