კარლო ანჩელოტი, ანდრეა პირლო
Aa
Aa

პირლო: “როგორ შეგიძლიათ ანჩელოტის ლიპიზე, კონტეზე და ალეგრიზე წინ დაყენება?

როგორც მოგეხსენებათ, ახლა ანდრეა პირლო თურქეთში სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული. ლეგენდარულ იტალიელს, საფეხბურთო კარიერის დროს არაერთ გამორჩეულ მწვრთნელთან უმუშავია და მის გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრა.

რა თქვა პირლომ?

„პეპ გუარდიოლა უნიკალური მწვრთნელია, რომელსაც ყოველთვის აქვს ახალი ინოვაციები, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი სულ უფრო ეყრდნობა ფიზიკურ სიმძლავრეს და ამას პეპმა მხარი უნდა აუბას. ვისგან ვიღებ ინსპირაციას? მე საუკეთესოებთან ვმუშაობდი და აბსოლუტურად ყველასგან ვისწავლე. ვფიქრობ, ჩემი თავით შესანიშნავ სინთეზს ვაკეთებ.

ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი? თავისი ადამიანური და ტექნიკური თვისებებიდან გამომდინარე ანჩელოტიმ სხვა ყველა მწვრთნელზე მეტი ტიტული მოიგო. მაგრამ როგორ შეგიძლიათ მისი ლიპიზე, კონტეზე და ალეგრიზე წინ? ისინი სრულიად განსხვავებულები არიან.“

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო კარლო ანჩელოტისთან ერთად 2001 წლიდან 2009 წლის ჩათვლით „მილანში“ მუშაობდა. დღეს კი პირლო თურქული კლუბის „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა