ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

დებიუტანტებით - როგორია მონღოლეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო XI

დღეს, 25 მარტს, 18:00 საათიდან, ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრები მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ბათუმში გასამართ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთია, სადაც დებიუტანტებს, საბა საზონოვსა და ლუკა გაგნიძეს ვხედავთ:

 

აღნიშნულ მატჩში ჩვენს გუნდს გიორგი ლორია უკაპიტნებს.

ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი ევროპული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშებს და ეს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოხდება.

საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი საქართველოს პირველ არხზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები