ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

იბრამ დინო ძოფის რეკორდი გააუმჯობესა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთმა საკუთარ მოედანზე ბელგიასთან 0:3 წააგო.

შეხვედრაში მონაწილეობა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც მიიღო, რომელიც რეკორდსმენი გახდა.

ზლატანი ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ოდესმე უთამაშია. ბელგიესთან მატჩში იბრა 41 წლის და 172 დღის გახლდათ.

ზლატანამდე ამ რეკორდის ავტორი იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე დინო ძოფი იყო, რომელმაც 1983 წელს შვედეთის წინააღმდეგ 41 წლისა და 3 თვის ასაკში ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ იბრას შვედეთის ნაკრებში 122 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გაიტანა. ის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი