ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები | კვარა ვარსკვლავების გვერდით
იტალიურმა გამოცემამ, Sky Sport Italia-მ იმ ფეხბურთელების რეიტინგი შემოგვთავაზა, რომელთა სატრანსფერო ფასიც, ერთი სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტით გაიზარდა. „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ 3-ში მოსახვედრად ცოტა დააკლდა და მეოთხე ადგილს ენცო ფერნანდესთან იყოფს.
პირველ პოზიციაზე კილიან მბაპეს ვხედავთ. 2017-18 წლების სეზონში, ფრანგი სუპერვარსკვლავის ფასი 85 მილიონი ევროთი გაიზარდა და 120 მილიონი გახდა. მეორეზე მისი თანაგუნდელი, ნეიმარი იმყოფება. იმავე სეზონში, ბრაზილიელი შემტევის ფასმა 80 მილიონი ევროთი მოიმატა და 180 მილიონს მიაღწია.
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს ერლინგ ჰოლანდი მოჰყვება. 2019-20 წლების სეზონში, ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროთი გაიზარდა და სეზონის ბოლოს, 80 მილიონი დაფიქსირდა. ხვიჩას რაც შეეხება, 2022-23 წლების სეზონში, „კვარას“ ფასმა 70 მილიონით მოიმატა და 15-დან 85 მილიონამდე ავიდა. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ხვიჩა Sky Sport Italia-ს რეიტინგში მალე დაწინაურდეს.
როგორია იტალიური გამოცემის რეიტინგი
მე-6 ადგილი - პედრი, 2020-21 წლების სეზონში +62.8 მილიონი (70 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)
მეშვიდე-მეთერთმეტე ადგილები - ლიონელ მესი (+60 მილიონი 2017-18 წლებში, 180 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს) ჰარი კეინი (+60 მილიონი 2017-18 წლებში, 120 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს), ვინისიუსი (+60 მილიონი 2021-22 წლებში, 100 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს), ჯეიდონ სანჩო (+60 მილიონი 2018-19 წლებში, 80 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს), გავი (+60 მილიონი 2021-22 წლებში, 60 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)
მე-12 ადგილი - ფილიპე კოუტინიო, 2017-18 წლების სეზონში +55 მილიონი (100 მილიონი მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)
მე-13 ადგილი - მიხაილო მუდრიკი, 2022-23 წლების სეზონში +51 მილიონი (ჯერჯერობით 60 მილიონია).
მე-14, მე-15 და მე-16 ადგილი - ლაუტარო მარტინესი, 2019-20 წლების სეზონში +50 მილიონი (80 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს), რონალდინიო, 2004-05 წლების სეზონში +50 მილიონი (50 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს), მბაპე 2018-19 წლების სეზონში +50 მილიონი, (200 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს).
მე-17 ადგილი - მოიზეს კაისედო, 2022-23 წლების სეზონში +49 მილიონი (ჯერჯერობით 55 მილიონი ღირს)
მე-18 ადგილი - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, 2017-18 წლების სეზონში +48 მილიონი (70 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)
მე-19 ადგილი - უსმან დემბელე, 2017-18 წლების სეზონში + 47 მილიონი (80 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)
მე-20 ადგილი - კევინ დე ბრუინი, 2017-18 წლების სეზონში +45 მილიონი (110 მილიონი ღირდა სეზონის ბოლოს)